Wednesday, May 4, 2016

პროექტი

პროექტის სახელწოდება  -  დაიცავი ბუნება !
პროექტის მთავარი იდეა : ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, წვლილის შეტანა ბუნების  დაცვის საქმეში.
პროექტის აქტუალურობა :
·         მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიაში ;
·         შეიტანონ წვლილი ბუნების დაცვის საქმეში;
·         მოსწავლეებს უვითარდებათ  მაღალი სააზროვნო უნარები (კვლევა-ძიების, ანალიზის, ტრანსფერის,  პრეზენტაციის)


პროექტის მიზნები: 
·          შეისწავლონ ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ბუნებაზე;
·         შეძლონ   ბუნებაში მოსალოდნელი საფრთხეების  დანახვა და შეფასება ;
·         შეძლონ მცირედი წვლილის შეიტანონ ბუნების დაცვის საქმეში;
·           გაზარდოს მოსწავლეთა დაინტერესება და ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სწავლაში.

მონაწილეთა ასაკი- 16 წელი;
ვადები/ ხანგრძლივობა- სამი თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :
 საპრეზენტაციო მასალები  მომზადებული PowerPoint- ში ,  სარეკლამო   ბუკლეტები, მოძიებული ფილმების ჩვენება (მაგ. მჟავა წვიმების ,გლობალური დათბობის, რადიაციული გამოსხივების შესახებ  და. ა.შ.)

         რესურსები - ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებები ;
  პროექტის მსვლელობა:
 1- ეტაპი : შევთავაზებ მოსწავლეებს წინასწარ შერჩეულ თემებს. მოსწავლეები ამოირჩევენ თემას   და      დაიყოფიან ჯგუფებად .
2- ეტაპი: მოიძიებენ  ინფორმაციას არჩეული თემის შესახებ და მოამზადებენ  პრეზენტაციას  PoverPoint-ში. უპასუხებენ შეკითხვებს;
3-ეტაპი მოსწავლეები მოიფიქრებენ სლოგანს, მოამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს;
4- ეტაპი : მოსწავლეები მოიძიებენ  ფილმებს  და მოაწყობენ ჩვენებას;
საგნებთან კავშირი : საბუნებისმეტყველო( ფიზიკა; ქიმია;)  საზოგადოებრივი ( გეოგრაფია)
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-
პროექტის ხელმძღვანელი: მადონა შიუკაშვილი
ელ.ფოსტა- Shiukashvilimadona@gmail.com

ბლოგი- madonashiukashvili.blogspot.com

Wednesday, April 27, 2016

"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"

"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია"
( ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი)


            პროექტის მთავარი იდეა- ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა-                            შენარჩუნება.
პროექტის აქტუალურობა:
·                              ემსახურება მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერეგვას;
·                               ჯანმრთელობაზე  მოქმედ სხვადასხვა მავნე ზეგავლენისაგან თავის არიდებას.
·                              მოსწავლეებს უვითარდებათ  მაღალი სააზროვნო უნარები (კვლევა-ძიების, ანალიზის, ტრანსფერის,  პრეზენტაციის)
·                                ზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას და ხელს უწყობს  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას სწავლაში.
პროექტის მიზნები:
·                              მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით;
·                               მიეცეს ჯანსაღი  და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
·                              გამოუმუშავდება  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;

მონაწილეთა ასაკი  -  16 წელი;
პროექტის ხანგრძლივობა - 3 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
საპრეზენტაციო მასალები  მომზადებული Powerpoint- ში ,სარეკლამო ბუკლეტები,დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანთისათვის.
რესურსები - ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებები ;

ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი
·                              21 საუკუნის უნარები;
·                              რთული გადაწყვეტილებების მიღება;

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად; აირჩევენ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებს.შეისწავლიან  არჩეული სისტემის ანატომიას და  ფიზიოლოგიას  და მასთან დაჯავშირებულ დაავადებებს.მოიძიებენ ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებს,მკურნალობის გზებსა და პრევენციის გზებს.მოახდენენ მათ პრეზენტაციას. დაარიგებენ სარეკლამო ბუკლეტებს;
პროექტის ხელმძღვანელი - მადონა შიუკაშვილი
ელ. ფოსტა - Shiukashvilimadona@gmail.com

Wednesday, April 20, 2016

ჩემ შესახებ

მადონა შიუკაშვილი. ვასწავლი N 207-ე  საჯარო სკოლაში. საგანი- ბიოლოგია.